ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი წყნარ ოკეანეში ჩავარდა

საქართველო, თბილისი - 14:05 | 22.11.2017
ნანახია: 1470

ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი წყნარ ოკეანეში ჩავარდა. ბორტზე 11 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ავიამზიდ Ronald Reagan-სკენ მიემართებოდა.

თვითმფრინავი წყნარ ოკეანეში იაპონიის კუნძულ ოკინავადან 150 კმ-ში ჩავარდა.

დაწყებულია სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

იაპონიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რვა ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

იაპონური მედიის ცნობით, მინიმუმ ორი ადამიანის ბედი გაურკვეველია. ამერიკელი სამხედროების თქმით, კატასტროფის მიზეზი ძრავთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული ავიამზიდი ფილიპინის ზღვაში იმყოფებოდა, როდესაც კატასტროფა მოხდა. Ronald Reagan-ი იაპონიის კანაგავას პრეფექტურაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზისკენ მიემართებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე