გაბრიელ სალოსის ქუჩაზე შტურმი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 13:35 | 22.11.2017
ნანახია: 1469

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცრაზმმა, სავარაუდოდ, შტურმი დაიწყო.

სროლა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. დაახლოებით ერთი საათის წინ კი, ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება მოხდა. ადგილზე შეყვანილია სპეციალური ჯავშანმანქანები - ე.წ. ,,კობრა". 

არსებული ინფორმაციით, შენობიდან, სადაც სავარაუდოდ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იმყოფებიან, გამოდის კვამლი, ჩამსხვრეულია შუშები. 

სამართალდამცველები მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ.  

გაბრიელ სალოსის გამზირზე მძიმე ტექნიკის მობილიზებაც ხდება. ტექნიკა იმ სადარბაზოსთან განთავსდა, სადაც სპეცოპერაცია 18 საათზე მეტია მიმდინარეობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე