დაჭრილი სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

საქართველო, თბილისი - 12:34 | 22.11.2017
ნანახია: 1106

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

არსებული ინფორმაციით, ის თავის არეშია დაჭრილი, თუმცა კონკრეტულად რა დაზიანებები აქვს მიღებული სროლისა და აფეთქებების შედეგად, ამ დროისთვის უცნობია.

ცნობისთვის, ადგილზე სროლის ხმა ისმის. ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ სახანძრო მანქანა შევიდა. ადგილიდან დაჭრილი სპეცრაზმელი გაიყავნეს.

შეგახსენებთ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გვიან ღამიდან მოყოლებული, სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

ადგილზე რჩება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. სამართალდამცავების ნაწილი იმ კორპუსის მეორე სართულზე იმყოფება, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, 46 კორპუსის მე-3 სართულზე შეიარაღებული პირები იმყოფებიან, სადაც მათი აყვანის ოპერაცია მიმდინარეობს. ანტიტერორისტული ოპერაცია უკვე 15 საათზე მეტია გრძელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე