გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დამატებითი ჯავშანტექნიკა შეიყვანეს

საქართველო, თბილისი - 11:44 | 22.11.2017
ნანახია: 1313

გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ჯავშანტექნიკა შეიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ეს არის სპეციალური ჯავშანმანქანა ,,კობრა". ადგილზე ამ დროისთვის აღარ ისმის სროლის ხმა. სამართალდამცველები მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ. 

სპეცრაზმი მიმდებარე ტერიტორიას სრულად აკონტროლებს. ალყაშია მოქცეული რამდენიმე კორპუსი. 

ცნობისთვის, ადგილზე სროლის ხმა ისმის. ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ სახანძრო მანქანა შევიდა. ადგილიდან დაჭრილი სპეცრაზმელი გაიყვანეს.

შეგახსენებთ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გვიან ღამიდან მოყოლებული, სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

ადგილზე რჩება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. სამართალდამცავების ნაწილი იმ კორპუსის მეორე სართულზე იმყოფება, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, 46 კორპუსის მე-3 სართულზე შეიარაღებული პირები იმყოფებიან, სადაც მათი აყვანის ოპერაცია მიმდინარეობს. ანტიტერორისტული ოპერაცია უკვე 15 საათზე მეტია გრძელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე