გაბრიელ სალოსის გამზირზე მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 11:12 | 22.11.2017
ნანახია: 1084

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე არსებული კორპუსებიდან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. 

მოსახლეობა კორპუსიდან სამართალდამცველების მეთვალყურეობით გამოდის.

ცნობისთვის, ადგილზე სროლის ხმა ისმის. ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ სახანძრო მანქანა შევიდა. ადგილიდან დაჭრილი სპეცრაზმელი გაიყვანეს.

შეგახსენებთ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გვიან ღამიდან მოყოლებული, სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

ადგილზე რჩება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. სამართალდამცავების ნაწილი იმ კორპუსის მეორე სართულზე იმყოფება, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, 46 კორპუსის მე-3 სართულზე შეიარაღებული პირები იმყოფებიან, სადაც მათი აყვანის ოპერაცია მიმდინარეობს. ანტიტერორისტული ოპერაცია უკვე 15 საათზე მეტია გრძელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე