დაჭრილია სპეცრაზმელი - სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

საქართველო, თბილისი - 10:57 | 22.11.2017
ნანახია: 1782

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც გვიან ღამიდან სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რამდენიმე წუთის წინ სავარაუდოდ, ერთი დაჭრილი სპეცრაზმელი სასწრაფო დახმარების მანქანით გაიყვანეს. 

ცნობისთვის, ადგილზე სროლის ხმა ისმის. ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ სახანძრო მანქანა შევიდა.

შეგახსენებთ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გვიან ღამიდან მოყოლებული, სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

ადგილზე რჩება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. სამართალდამცავების ნაწილი იმ კორპუსის მეორე სართულზე იმყოფება, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, 46 კორპუსის მე-3 სართულზე შეიარაღებული პირები იმყოფებიან, სადაც მათი აყვანის ოპერაცია მიმდინარეობს. ანტიტერორისტული ოპერაცია უკვე 15 საათზე მეტია გრძელდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე