გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა

საქართველო, თბილისი - 10:53 | 22.11.2017
ნანახია: 955

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც ამ წუთებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სროლისა და აფეთქებების შედეგად ცეცხლი გაჩნდა. 

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მე-3 და მე-4 სართულებზეა გავრცელებული.

ჩამსხვრეულია რამდენიმე ბინის ფანჯრები. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. ტერიტორიაზე შევიდა სასწრაფო დახმარების სამსახურის დამატებითი ბრიგადებიც.

ცნობისთვის, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გვიან ღამიდან მოყოლებული, სპეცოპერაცია მიმდიანრეობს.

ადგილზე რჩება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. სამართალდამცავების ნაწილი იმ კორპუსის მეორე სართულზე იმყოფება, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, 46 კორპუსის მე-3 სართულზე შეიარაღებული პირები იმყოფებიან, სადაც მათი აყვანის ოპერაცია მიმდინარეობს. ანტიტერორისტული ოპერაცია უკვე 15 საათზე მეტია გრძელდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე