საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა

საქართველო, თბილისი - 09:36 | 22.11.2017
ნანახია: 974

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოყვა. გავრცელებული ინფორმაცთ, მოკლულია 30 წლის კობა პაპაშვილი. ახალგაზრდა მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ცხედარი ქალაქ ბულონ სულ მერში პორტის ტერიტორიაზე ქუჩაში იპოვეს, რის შემდეგაც ადგილზე სამართალადამცავები მივიდნენ.

დაკავებულია 55 წლის ქართველი, მას განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

პაპაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის მკვიდრია. თანასოფლელების ინფორმაციით, ის საფრანგეთში მამასთან ერთად მძღოლად მუშაობდა. მისი გადმოსვენების პროცედურაში უკვე ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე