სასჯელაღსრულების მერვე და მეექვსე დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები გამოძიებასთან ითანამშრომლებენ - პროკურატურა

საქართველო, თბილისი - 15:39 | 21.11.2017
ნანახია: 975

პროკურატურის ინფორმაციით, პატიმრების მიმართ ჩადენილი დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულები გამოძიებასთან ითანამშრომლებენ.

"ბრალდებულები მზად არიან დაასახელონ ის პირები ვინც პატიმრების დამცირებისა და არაადამიანური მოპყრობის დავალება მისცათ. ეს ადამიანები არიან რიგითი თანამშრომლები და დავალებებს ალბათ პენიტენციური დაწესებულების თანამდებობოს პირებისგან იღებდნენ. გამოძიება ალბათ გავა ციხის დირექტორების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების უფრო მაღალი თანამდებობის პირებზე", - განაცხადა კაციტაძემ.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულების და რუსთავის N6 დაწესებულების ხუთი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სპიკერ-პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე