Emmy Awards-ზე წლის საუკეთესო ტელენოველად თურქული სერიალი „შენი ზოდიაქოს ფერი“ აღიარეს

საქართველო, თბილისი - 15:33 | 21.11.2017
ნანახია: 1559

წლის საუკეთესო ტელენოველად თურქული სერიალი „შენი ზოდიაქოს ფერი“ (Kara Sevda) აღიარეს. International Emmy Awards-ზეგამარჯვებული სერიალი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გადიოდა და საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო პრემია International Emmy Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალი 20 ნოემბერს ნიუ-იორკში გაიმართა.

პირველად Emmy Awards-ის ისტორიაში მასზე ნომინირებული იყო თურქული პროექტი, რომელმაც პირველივე ცდაზე გაიმარჯვა.

თურქული არხის Star TV-ის პროექტი "Kara Sevda", სადაც მთავარ როლებს ბურაკ ოზჩივიტინესლიხან ათაგიული და  ქაან ურგანჯიოღლუ თამაშობენ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. 

International Emmy Awards-ზე სერიალი "Kara Sevda" ნომინირებული იყო ნომინაციაში „წლის საუკეთესო ტელენოველა“ და როგორც Hollywood Reporter-ი იუწყება კანადურ და ბრაზილიურ პროექტებთან შედარებით დაწინაურდა და ის გამარჯვებულიც გახდა.

სერიალის სიუჟეტის მიხედვით, ქემალს პირველი სიყვარული მოულოდნელად ეწვია. ის პირველად საყვარელ გოგონას ტრანსპორტში შეხვდა, შემდეგ - გამოფენაზე და ბოლოს, მან ის დახრჩობას გადაარჩინა. გოგონა, რომელსაც ნიჰანი ჰქვია, მდიდარი ბიზნესმენის ქალიშვილია. ქემალი - ღარიბი დალაქის. ისინი რადიკალურად განსხვავებულ სამყაროებს ეკუთვნიან. აქვს კი რაიმე მომავალი მათ სიყვარულს, როცა ირგვლივ საშინელი ინტრიგები იხლართება? თუმცა ორივე ცდილობს საკუთარი სიყვარულის გადასარჩენად  იბრძოლოს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე