ქარხნის ჩამონგრევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 14:05 | 21.11.2017
ნანახია: 884

სულ მცირე ათი ადამიანი დაიღუპა ინდოეთში ქარხნის ჩამონგრევის შედეგად. კიდევ 25-მდე ადამიანი შესაძლოა ნანგრევების ქვეშ იყოს დარჩენილი.

პოლიეთილენის პროდუქციის მწარმოებელი ხუთსართულიანი ქარხანა პენჯაბის შტატის ქალაქ ლუდჰიანაში შენიობასში მომხდარი აფეთქების შედეგად ჩამოინგრა. აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობია. ინციდენტამდე შენობაში ხანძარი  გაჩნდა.

აფეთქება და შენობის ჩამონგრევა იმ დროს მოხდა, როდესაც ადგილზე მეხანძრეები მუშაობდნენ. შენობაში ასევე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებიც ნანგრევების ქვეშ მოყვნენ. საუბარია 20-25 პირზე. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე