ბათუმში ნაპოვნი ქვევრი, შესაძლოა, მე-5 საუკუნით დათარიღდეს

საქართველო, თბილისი - 13:33 | 21.11.2017
ნანახია: 1074

ბათუმში ნაპოვნი ქვევრი, შესაძლოა, მე-5 საუკუნით დათარიღდეს. Ajaratv.ge-ის ინფორმაციით,  ბათუმში, თამარის დასახლებაში, სამი დღის წინ, ნაპოვნი ქვევრის გადარჩენილ ნაწილებს არქეოლოგები სწავლობენ. 

სპეციალისტების ინფორმაციით, პირველადი დასკვნა, რომ ქვევრი განვითარებულ შუა საუკუნეების პერიოდის უნდა იყოს, შეიცვალა და სავარაუდო თარიღად მე-5 საუკუნე სახელდება.

ქვევრი დაზიანებების გარეშე, წყლისა და კანალიზაციის მილების რეაბილიტაციის დროს, მუშებმა იპოვეს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მუშებმა ქვევრი ჯერ ხელით, შემდეგ ქვით და ბოლოს ტრაქტორით დაამტვრიეს. 

ქვევრის დიდი ნაწილი ამ დროისტვის დაზიანებულია. მიმდინარეობს ქვევრის დაზიანების საქმის მოკვლელვა, ვის დაეკისრება არქეულოგიურ მასალის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა, ამ ეტაპზე უცნობია.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე