„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

საქართველო, თბილისი - 13:29 | 21.11.2017
ნანახია: 851

მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. 

დაზარალებულები ზარალის ანაზღაურებასა და სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასთან ერთად მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომასაც მოითხოვენ. 

მათ პროკურატურასთან კარვის გაშლა სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის უფლება არ მისცათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე