ლენინი დავმარხოთ, სტალინი საქართველოს გადავცეთ, ხრუშჩოვი უკვდავყოთ- კადიროვი

საქართველო, თბილისი - 12:50 | 21.11.2017
ნანახია: 2059

ლენინი დავმარხოთ, სტალინი საქართველოს გადავცეთ, ხრუშჩოვი უკვდავყოთ, - ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა  რამზან კადიროვმა INTERFAX- თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ლენინი მავზოლეუმში როგორც სახელმწიფო მოღვაწე მოათავსეს და არა როგორც პარტიული ბელადი. ამიტომ, როგორც სსრკ–ის ყოფილი ლიდერი, მიწას უნდა მიაბარონ და საფლავზე მისი ძეგლი აღმართონ.

„რაც შეეხება სტალინის ნეშტს, კეთილი ნება უნდა გამოვიჩინოთ და ის საქართველოს გადავცეთ, რათა ის სამშობლოში დაკრძალონ. საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, რომელსაც იოსებ სტალინი ხელმძღვანელობდა. ამიტომ, ლოგიკური და სამართლიანი იქნება, თუ საქართველო მას დამარხავს და რუსეთის მილიონობით მოქალაქე კი შვებით ამოისუნთქავს, როდესაც გაიგებს, რომ სტალინის სულმა რუსეთის ტერიტორია დატოვა“, – განაცხადა კადიროვმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე