უმცირესობების დასაცავად რომ ყვირით, მოდით ავტორების დისკრიმინაციაზე იყვირეთ - ნინო ჩხიკვაძე

საქართველო, თბილისი - 22:00 | 20.11.2017
ნანახია: 2588

ჩვენი ყველა უფლება დარღვეულია და ფეხქვეშ გათელილია!, - აცხადებს კომპოზიტორი ნინო ჩხიკვაძე და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

კომპოზიტორის თქმით, მუდმივად ხდება ხელოვანი ადამიანების შევიწროება და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა მათი უფლებები.

,,ბოლოს და ბოლოს როდემდე შეიძლება ადამიანთა იგნორირება, დაცინვა, დაუფასებლობა?! ჩვენ, ვინც ვწერთ მუსიკას, ვინც ვართ პოეტები და მწერლები (რა თქმა უნდა ყველა კომპოზიტორი და პოეტი აქ არ მოიაზრება), მუდმივად ვართ შევიწროვებულები და ჩვენი ყველა უფლება ირღვევა ყოველ ფეხის ნაბიჯზე! არცერთ გადაცემაში, კონცერტზე, საღამოებზე ჩვენი ხსენება არ არის, მიუხედავად იმისა, რომ უანგაროდ გვაქვს ყველაზე დიდი შრომა გაღებული და მაინც....

მკვდარი ხარ თუ ცოცხალი შენი - ხსენება არ არის არცერთ ფოტოზე, არცერთ სტატუსში. რამდენიც გინდა ილაპარაკე, დაიცავი თავი - არა აქვს მნიშვნელობა! ისევ ისე გრძელდება ხვალიდან, ზეგიდან და ასე დაუსრულებლად! მეგობრებო, ორგანიზატორებო, რეჟისორებო, ყველავ, ვისაც გეხებათ ეს, უკულტუროები ხართ და ჩამორჩენილები! უმცირესობების დასაცავად რომ ყვირით, ახლა, მოდით ამაზე იყვირეთ - ავტორების დისკრიმინაციაზე! ჩვენი ყველა უფლება დარღვეულია და ფეხქვეშ გათელილია!'', - წერს ნინო ჩხიკვაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე