მზად ვარ უკრაინის მთავრობას ვუხელმძღვანელო - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:27 | 20.11.2017
ნანახია: 2853

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორმა მიხელ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მზად არის უხელმძღვანელოს უკრაინის მთავრობას, რადგან ოპოზიციაში სხვა კანდიდატს ვერ ხედავს.

„სამწუხაროდ, ახლა ოპოზიციის უმეტესოება პასიურია. სად არის ოპოზიცია, სად არის მათი განცხადებები, სად არის მათი რეაქცია ხელისუფლების ბოლო ნაბიჯებზე?

მათ სურთ ხელისუფლებაში მოსვლა და ამისტთვის არაფრის გაკეთება არ უნდათ?

ბედნიერი ვიქნებოდი მხარი დამეჭირა ნებისმიერი ლეგიტიმური ლიდერისთვის უკრაინის პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ის აქტიური იქნებოდა... ამიტომ მზად ვარ აუცილებლობის შემთხვევაში ვუხელმძღვანელო ამ პროცესს, თუ სხვა ადამიანები ამისთვის მზად არ არიან“, - განაცხადა სააკაშვილმა პრეს-კონფერენციაზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე