ალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა ჯვარი დაიწერეს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 16:06 | 20.11.2017
ნანახია: 3975

რუსი პრიმადონას ალა პუგაჩოვასა და იუმორისტ მაქსიმ გალკინის ჯვრისწერის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 „ჩვენ სასიხარულო ამბავი გვაქვს! ჯვარი დავიწერეთ“, -დაწერა Instagram-ზე გალკინმა.

ცერემონიისთვის პუგაჩოვამ აირჩია ნაზი ვარდისფერი კაბა. გალკინს კლასიკური კოსტიუმი ეცვა. ტაძარი თეთრი ყვავილებით იყო მორთული.

ჯვრისწერას ესწრებოდნენ წყვილის მეგობრები და ალასა და მაქსიმის შვილები - გარი და ელიზაბეტი. ცერემონიის შემდეგ მთელმა ოჯახმა ფოტოები გადაიღო.

მაქსიმ გალკინი და ალა პუგაჩოვა 2011 წლის 23 დეკემბერს დაქორწინდნენ.

მანამდე 2005 წლიდან ისინი ერთად ცხოვრობდნენ. ერთ-ერთ ინტერვიუში ალამ აღიარა, რომ ისინი ერთმანეთს 2001 წლიდან ხვდებოდნენ.  

2013 წლის 18 სექტემბერს პუგაჩოვასა და გალკინს ტყუპები - ელიზაბეტი და გარი შეეძინათ, ბავშვები მათ სუროგატმა დედამ გაუჩინა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე