ბათუმში, საცხოვრებელ სახლში, ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 15:29 | 20.11.2017
ნანახია: 1151

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ცოტა ხნის წინ, ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას ადგილობრივებმა აცნობეს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების უფროსის განცხადებით, ახალგაზრდა ქალი დაახლოებით 5 საათის გარდაცვლილია. ვცდილობთ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე