სარფში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 13:48 | 20.11.2017
ნანახია: 1977

18 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, არადეკლარირებული ძვირფასი ლითონების ქვეყანაში შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. საბერძნეთის მოქალაქეს ი.ლ-ს, ეჭვის საფუძველზე, კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა (97.53 გრამი) და ვერცხლის (52.33 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩნდა. საქონლის  საბაჟო ღირებულებამ 7,957.68  ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 7,957.68  ლარის ოდენობით შეეფარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე