არავის აქვს უფლება, მათ შორის, სახალხო დამცველს, რომ ეჭვი შეიტანოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში - დავით სერგეენკო

საქართველო, თბილისი - 16:15 | 17.11.2017
ნანახია: 1559

არავის აქვს უფლება, მათ შორის, სახალხო დამცველს, რომ ეჭვი შეიტანოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

ის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს დაეთანხმა და აღნიშნა, რომ არავის აქვს უფლება გააკრიტიკოს სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი მოსაზრება დააყენოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მაღლა.

,,იუსტიციის მინისტრმა ძალიან მკაფიო და ნათელი განცხადება გააკეთა, რომ არავის აქვს უფლება, მათ შორის, სახალხო დამცველს, რომ ეჭვი შეიტანოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში, გააკრიტიკოს და მისი მოსაზრება დააყენოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მაღლა. ეს მიუღებელია და მე ვუერთდები ჩემს კოლეგას", - განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ უჩა ნანუაშვილი საქართველოს პირველი უსამართლო ომბუდსმენია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა შალელაშვილმა თეა წულუკიანი გააკრიტიკა. მისი თქმით, ,,ასეთი უპასუხისმგებლო" განცხადება ,,ქართული ოცნების" არც ერთ ლიდერს გაუკეთებია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე