ყალბი სასაქონლო ზედნადებების გამოყენებით ხის მასალის უკანონო გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე პასუხისგებაში 12 პირი მისცეს

საქართველო, თბილისი - 11:25 | 17.11.2017
ნანახია: 1100

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ხე - ტყის უკანონო რეალიზაციით დაკავებული პირების გამოვლენა - მხილების მიზნით აქტიურად მუშაობს. 2017 წლის ოქტომბერში და ნოემბრის განვლილ პერიოდში, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელეს.

ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყალბი სასაქონლო ზედნადებების გამოყენებით ხის მასალის უკანონო გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 12 პირი. ამოღებულია დიდი ოდენობით ხის მასალა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იმერეთის რეგიონში სასაქონლო ზედნადების გარეშე ხის მასალის გადაზიდვა - რეალიზაციის 7 ფაქტი გამოვლინდა. ყველა სამართალდამრღვევის მიმართ გამოყენებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286 - ე მუხლით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, ხოლო დოკუმენტაციის გარეშე არსებული დიდი ოდენობით დახერხილი ხის მასალა ჩამორთმეულია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აღნიშნული კატეგორიის სამართალდარღვევების და დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენა - მხილების მიზნით შესაბამის ღონისძიებებს მომავალშიც გააგრძელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე