საქართველოს მოლდოვას პრემიერ-მინისტრი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 11:18 | 17.11.2017
ნანახია: 1197

28 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელზე „დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“  (High Level Dialogue on Belt and Road Connectivity for Stability) მისასალმებელი სიტყვით მოლდოვას პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი გამოვა

სანამ 2016 წლის იანვარში მოლდოვას მე-12 პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, პაველ ფილიპი  მოლდოვას საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ის არის მოლდოვას ევროკავშირში გაერთიანების მხარდამჭერი და გამოირჩევა პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული მიდგომით. პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ, მან დაიწყო ყოვლისმომცველი და სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოდერნიზაციასა და განვითარებას.

პაველ ფილიპს აქვს ბიზნეს სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება. 20 წელზე მეტი იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს მოლდოვას წამყვან კომპანიებში.

2014-2015 წლებში პაველ ფილიპი მოლდოვას პარლამენტის წევრი და ეკონომიკის, ბიუჯეტისა და ფინანსების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

2011-2016 წლებში იყო  საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრი.

2008-2011 წლებში ფილიპი მოლდოვას უდიდესი თამბაქოს მწარმოებელი საწარმოს („Tutun-CTC")  გენერალური დირექტორი იყო.

2010 წლიდან დღემდე ის  მოლდოვას დემოკრატიული პარტიის დეპუტატი, პარტიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და მუნიციპალური ორგანიზაციის თავმჯდომარეა კიშინიოვში.

2009-2010 წლებში იყო მოლდოვას დამსაქმებელთა ეროვნული კონფედერაციის საბჭოს წევრი.

2001-2008 წლებში ის იყო საკონდიტრო საწარმო Bucuria-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ინჟინერიის, წარმოებისა და ტექნოლოგიების საკითხებში.

პაველ ფილიპი დაჯილდოებულია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მედლით, საინფორმაციო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ასევე, ფლობს ორდენს (Gloria Muncii) მოლდოვასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებებსა და რატიფიცირებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში დახმარებისთვის.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე