ველოდები, რომ ბიუჯეტი, შესაძლოა, გაიზარდოს - ირაკლი ხმალაძე

საქართველო, თბილისი - 18:00 | 16.11.2017
ნანახია: 1677

კახა კალაძე ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ფინანსთა სამინისტროსთან აწარმოებს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა განაცხადა.

ირაკლი ხმალაძის თქმით, ბიუჯეტი მოხმარდება დაპირებებს, რომელიც გაიცა წინასაარჩევნოდ.

,,ჩვენ არჩევნების პერიოდშიც განვაცხადეთ, რომ მიზანი არის ბიუჯეტის გაზრდა. ამასთან დაკავშირებით, ბატონი კახა აწარმოებს მოლაპარაკებებს ფინანსთა სამინისტროსთან. ველოდები, რომ ბიუჯეტი, შესაძლოა, გაიზარდოს", -  განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

კითხვაზე - რამდენი დაემატევა არსებულ ბიუჯეტს, ხმალაძე განმარტავს, რომ ოდენობას ამ ეტაპზე ვერ დაასახელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე