Google ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგულ კამპანიას წარმატებულად აფასებს
საქართველო, თბილისი - 18:24 | 14.11.2017 ნანახია: 1139კორპორაცია Google ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგულ კამპანიას წარმატებულად აფასებს.
კორპორაციასთან მიმდინარე თანამშრომლობის და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე Google-ის წარმომადგენლებს შეხვდა
მათ შორის იყვნენ: დმიტრო შოლომკო Google Ukraine-ის დირექტორი, სერგეი ბრატუსოვი Google Ukraine-ის ბრენდის ხელმძღვანელი და დიმიტრი გოლიკი Google Ireland-ის მენეჯერი. კორპორაცია Google-თან ადმინისტრაცია ორი წელია აქტიურად თანამშრომლობს.
მიმდინარე წლის ზაფხულის მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვასა და მონიტორინგში Google აქტიურად მონაწილეობდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2017-18 წლების ზამთრის კამპანიას Google-თან თანამშრომლობით ატარებს.
კამპანია 19 ქვეყანას მოიცავს: გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, ბელორუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, თურქეთი, ისრაელი ქუვეითი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები.
Google-თან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
„საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უკვე მეორე წელია ძალიან აქტიურად თანამშრომლობს კორპორაცია Google-თან, რაც Google-ის მხრიდან ჩვენი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა, მისი ეფექტურობის გაზრდაზე აისახება. ჩვენი ბოლო კამპანიები Google-მა ძალიან წარმატებულად შეფასა. რეზულტატების გასაცნობად და მომავალი თანამშრომლობის დასაგეგმად ჩვენ დღეს საქართველოში ვმასპინძლობთ Google-ის თანამშრომლებს დუბლინის და კიევის ოფისებიდან'', - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
საქართველოს ტურიზის ეროვნული ადმინისტრაციის წარმატებულ კამპანიაზე საუბრობს Google Ukraine-ის დირექტორი დმიტრო შოლომკო.
„ვფიქრობ ეს კამპანია ძალიან წარმატებული იყო. შედეგით კმაყოფილები ვართ, ტურისტების რაოდენობა საქართველოში იზრდება და ჩვენ მოწადინებულები ვართ, კიდევ უფრო უკეთესი რეზულტატი ვაჩვენოთ. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის წარმოსაჩენად ნამდვილად ეფექტურ და პროფესიონალურ ინტერნეტ კამპანიას ატარებს. საქართველოს მარკეტინგული კამპანია ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და წარმატებულია მთელ პოსტსაბჭოთა კავშირში და ძალიან სასიამოვნოა, როდესაც თქვენი პროდუქტით უმარავი ადამიანი ინტერესდება,“ -აცხადებს დმიტრო შოლომკო.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა