სახალხო დამცველის პოზიციაზე ანა ნაცვლიშვილის პოზიცია განიხილება

საქართველო, თბილისი - 18:15 | 14.11.2017
ნანახია: 1456

საია-ს თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი ადასტურებს, რომ სახალხო დამცველის პოზიციაზე მისი კანდიდატურაც განიხილება. ნაცვლიშვილი ამასთან დაკავშირებით განმარტებას სოციალურ ქსელში აკეთებს. 

„რადგან ცალ-ცალკე არაერთი ადამიანი და მედიასაშუალება მეკითხება, აქ დავწერ საჯაროდ: ვადასტურებ, რომ განიხილება ჩემი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოზიციაზე. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემთვის საპატივსაცემო არაერთმა ადამიანმა და ჯგუფმა მომიაზრა ამ პოზიციაზე. მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს (პარლამენტს), თუ ფართო საზოგადოებას უფრო დეტალურად ვესაუბრო ჩემს ხედვებსა და მიზნებზე - შესაბამის ფორმატში“, - აცხადებს ნაცვლიშვილი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე