თემურ თორდინავამ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 17:31 | 14.11.2017
ნანახია: 809

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თემურ თორდინავამთანამდებობა დატოვა.

როგორც თავად აცხადებს გადაწყვეტილება კონკრეტული გეგმების გამო მიიღო.

„საკუთარი გადაწყვეტილებით დავტოვე თანამდებობა. თუ სად ვიმუშავებ მომავალში, ამაზე მოგვიანებით შეიტყობთ, მაქვს კონკრეტული გეგმები და ამიტომაც, გადავწყვიტე თანამდებობის დატოვება“, - განაცხადა თორდინავამ და დასძინა, რომ ნაადრევია იმაზე საუბარი თუ ვინ დაიკავებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტს, რადგან თანამდებობიდან წასვლის შესახებ ახალ მერს, კახა კალაძეს გუშინ აცნობა.

ცნობისთვის, თემურ თორდინავა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად 2014 წელს, დავით ნარმანიას თბილისის მერის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ დაინიშნა. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე