Spice Girls-ი კვლავ ერთიანდება

საქართველო, თბილისი - 14:08 | 14.11.2017
ნანახია: 1216

ლეგენდარულმა ჯგუფმა Spice Girls-მა, რომელიც 90-იან წლებში ყველაზე წარმატებულ ქალთა კოლექტივად იყო აღიარებული, კვლავ გაერთიანება გადაწყვიტა.

გერლზ-ბენდის დაშლის შემდეგ 2008 წელს მისმა მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს გაერთიანება, თუმცა ყოველ ჯერზე გზად სხვადასხვა დაბრკოლება შეხვდათ, კერძოდ, ვიქტორია ბექჰემის უარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა, მაგრამ როგორც ჩანს ბოლოს ისიც დაითანხმეს.

გასული წლის ნოემბერში ჯგუფის სამმა წევრმა - ჯერი ჰოლიუელმა, ემა ბანტონმა და მელანი ბრაუნმა გამოუშვეს სიმღერა Song For Her-ი ჯგუფის 20 წლისთავთან  დაკავშირებით. ამის შემდეგ Spice Girls-ის თაყვანისმცემლებს გოგონების კვლავ ერთად შეკრების იმედი მიეცათ.

მაგრამ სიტუაციას ართულებდნენ ვიქტორია ბექჰემი და მელანი ჩისჰოლმი, რომლებსაც ჯგუფში დაბრუნება არ სურდათ.

ახლა კი ეს პრობლემაც მოგვარებულია და მისის ბექჰემი Spice Girls-ში მონაწილეობისთვის მზად არის.

„დაბრუნება 2018 წელს მოხდება. ისინი ერთად ჩაწერენ ახალ ალბომს. რთული იყო ვიქტორიას დათანხმება, მაგრამ ამაზე ყველა მუშაობდა“, - ამბობს ჟურნალ The Sun-ის წყარო.

თავად ვიქტორიას ჯგუფში შესაძლო დაბრუნების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე