მე-19 საუკუნის ნახატზე გამოსახულ გოგონას ხელში iPhone X უჭირავს

საქართველო, თბილისი - 12:52 | 14.11.2017
ნანახია: 1532

ავსტრიელი მხატვრის ფერდინანდ გეგოორგ ვალდმიულერის 1860 წელს შესრულებეულ ნახატში გოგონას ხელში აიფონი შენიშნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შოტლანდიელმა პიტერ რასელმა მიუნჰენში სეირნობისას ყურადღება მიაქცია ნახატს, რომელზეც გამოსახული გოგონა დაჟინებით უყურებს ხელში სწორკუთხოვან ნივთს. მისი აზრით, გოგონა ძალიან გავს თანამედროვე ახალგაზრდებს, რომლებსაც თავი სმარტფონებში აქვთ ჩარგული.

თუმცა ავსტრიული არტსააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ჰერალდ ვაინპოლტერმა მეცხრამეტე საუკუნის ნახატში გამოსახული აიფონის შესახებ მითი გააქარწყლა.

 „ვალდმიულერის ნახატზე გოგონა iPhone X-ზე არ თამაშობს, ის ეკელსიაში მიდის და ხელში პატარა ლოცვების წიგნი უჭირავს“, - განმარტა ვაინპოლტერმა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე