თინათინ ხიდაშელი გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 14:49 | 16.11.2015
ნანახია: 1534

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლს შეხვდა. შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური მრჩეველი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ალექსანდრა ლუის პოლი დაესწრო, რომელიც თავდაცვის სამინისტროში სამ წელს დაჰყოფს.

შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. საუბარი შეეხო 2016 წლის ვარშავის სამიტზე საქართველოს მხარდაჭერის საკითხებს, განიხილეს სხვადასხვა დონის ორმხრივი შეხვედრები, ასევე, ისაუბრეს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართული ქვედანაყოფების მონაწილეობის საკითხზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე