ფოტოკონკურსის - „დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები ერთმანეთის გულისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველო, თბილისი - 11:06 | 12.11.2017
ნანახია: 977

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სოციალური კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში მიმდინარე ფოტოკონკურსი დასრულდა.

გამარჯვებული ფოტოების გამოსავლენად, შს მინისტრის ბრძანებით, სპეციალური ჟიური შეიქმნა. ჟიურის შემადგენლობაში ცნობილი ფოტოხელოვანები, შსს-სა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგელები შედიოდნენ.

ჟიური წევრებმა 90-მდე ნამუშევარი შეაფასეს და მათ შორის სამი საუკეთესო, კონფიდენციალური შერჩევის გზით გამოავლინეს. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

ფოტოკონკურსის - „დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები ერთმანეთის გულისთვის“ მიზანი იყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას და სოციალურ კამპანიას - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ 2015 წლიდან აქტიურად ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, საზოგადოების ჩართულობით, სხვადასხვა ღონისძიება იმართება, ასევე, ტარდება ინტერაქტიულ-შემეცნებითი გაკვეთილები სკოლის მოსწავლეებისთვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე