სპეცოპერაცია ქვემო ფონიჭალაში - დაკავებულია ოთხი პირი

საქართველო, თბილისი - 10:44 | 10.11.2017
ნანახია: 1006

ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს. ოთხივე დაკავებული საკუთარ საცხოვრებელ სახლებში აიყვანეს - მათგან ორი მამაკაცი ორი კი, ქალია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, გასაღებას გულისხმობს. უწყების ცნობით, ბოლო პერიოდში ფონიჭალაში სპეცოპერაციების შედეგად 30-მდე ადამიანია დაკავებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე