რიდლი სკოტის ახალი ფილმიდან კევინ სპეისის მონაწილეობით გადაღებულ სცენებს ამოჭრიან

საქართველო, თბილისი - 14:15 | 09.11.2017
ნანახია: 1401

ფილმიდან „მსოფლიოს ყველა ფული“ მსახიობ კევინ სპეისის მონაწილეობით გადაღებულ სცენებს ამოჭრიან და სხვა მსახიობს გადაიღებენ.

სპეისის, რომელიც გახმაურებული სექს-სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა, კანადელი მსახიობი კრისტოფერ პლამერი შეცვლის.

 „მსოფლიოს ყველა ფული“ რეჟისორ რიდლი სკოტის ახალი ფილმია და ნავთობის მაგნატის ჯონ პოლ გეტის შვილიშვილის გატაცების შესახებ მოგვითხრობს, მაგნატის როლს სპეისი თამაშობდა.

ფილმის გამოსვლის თარიღი არ შეიცვლება. სურათი 22 დეკემბერს უნდა გამოვიდეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე