ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულს სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

საქართველო, თბილისი - 12:56 | 09.11.2017
ნანახია: 940

თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა- შენახვისათვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამასთან დაკავშირებით სასაამრთლო განცხადებას ავრცელებს.

„საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის, ნარკოტიკული საშუალება ‘’ბუპრენორფინის’’ შემცველ აბებსა და ნატეხებს, პირადად, სხეულში ინახავდა. 2017 წლის 25 აპრილს, სამართალდამცველებმა 18 აბი ნარკოტიკული საშუალება, ნატეხებთან ერთად ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ბრალდებულმა, თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა ღია სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებების, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის, პირადი ჩხრეკის, დაკავების და ამოღების ოქმებისა და ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო. ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, გამამტყუნებელი განაჩენით ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე