ბელგიის სასამართლომ კარლეს პუჩდემონი გაათავისუფლა

საქართველო, თბილისი - 11:01 | 06.11.2017
ნანახია: 962

ბელგიის სასამართლომ გაათავისუფლა კატალონიის გადაყენებული ლიდერი კარლეს პუჩდემონი და კატალონიის მთავრობის ყოფილი რვა წევრი. ამის შესახებ კატალონიის ნაციონალური ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილემ აგუსტი ალკობერომ განაცხადა.

„კატალონიის ყოფილი ხელმძღვანელი და მისი ექს-მრჩევლები, რომლებიც მასთან ერთად ბელგიაში იმყოფებიან იმ პირობით გათავისუფლდნენ, რომ ქვეყანაში დარჩებიან, ვიდრე მათი ესპანეთისთვის გადაცემის საკითხი არ გადაწყდება“, - დაწერა ალკობერომ Twitter-ში.

კატალონიის მთავრობის ყოფილმა წევრებმა ბელგიის ხელისუფლებას უნდა აცნობონ დროებითი საცხოვრებლი სახლის მისამართი, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და გამოცხადნენ სამართალდამცველ ორგანოებში.

ბელგიის სასამართლო 15 დღის განმავლობაში მიიღებს გადაწყვეტილებას გადასცემს თუ არა ბრიუსელი მადრიდს კატალონიის მთავრობის ყოფილ წევრებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე