ობამამ ხელისუფლებას იარაღის ტარების შეზღუდვისკენ მოუწოდა

საქართველო, თბილისი - 10:40 | 06.11.2017
ნანახია: 787

 

აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა ტეხასში მომხდარი მასობრივი სროლის შემდეგ, იარაღის ტარების შეზღუდვისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ვგლოვობთ საზერლენდ-სპრინგსის ყველა ოჯახთან ერთად, რონმელთა წევრებიც ამ სიძულვილის აქტის დროს დაიღუპნენ, და მხარში ვუდგავართ გადარჩენილებს, რომლებიც გამოჯანმრთელდებიან. დაე, ღმერთმა მოგვცეს გონიერება, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა შევამციროთ ძალადობა და იაღარი ჩვენს შორის“, - დაწერა ობამამ Twitter-ში.

შეგახსენებთ, სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა სროლას ტეხასის შტატში. ქალაქ საზერლანდ-სპრინგში შეიარაღებული მამაკაცი ადგილობრივ ეკლესიაში საკვირაო მესის დროს შეიჭრა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა.

დაღუპულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. 20-მდე დაშავებული ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველთა ინფორმაციით, თავდამსხმელმა ადგილიდან მიმალვა მას შემდეგ სცადა, რაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა ის საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მედიის ცნობით, თავდამსხმელი 26 წლის დევინ კელია. ამ დროისთვის უცნობია თავდასხმის მოტივი. ის ყოფილი სამხედროა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე