ტეხასში სროლას 26 ადამიანი ემსხვერპლა - თავდამსხმელი ყოფილი სამხედროა

საქართველო, თბილისი - 10:26 | 06.11.2017
ნანახია: 798

სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა სროლას ტეხასის შტატში. ქალაქ საზერლანდ-სპრინგში შეიარაღებული მამაკაცი ადგილობრივ ეკლესიაში საკვირაო მესის დროს შეიჭრა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა.

დაღუპულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. 20-მდე დაშავებული ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველთა ინფორმაციით, თავდამსხმელმა ადგილიდან მიმალვა მას შემდეგ სცადა, რაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა ის საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მედიის ცნობით, თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 26 წლის დევინ კელია. ამ დროისთვის უცნობია თავდასხმის მოტივი. მედიის ინფორმაციით, ის წარსულში ცოლსა და შვილზე თავდასხმის გამო იყო ნასამართლევი. ამ დანაშაულის შემდეგ ის ჯარიდანაც დაითხოვეს.  

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე