ექსტრემალი ქურდები სატვირთო ავტომობილებს მოძრაობის დროს ძარცვავდნენ (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 16:26 | 03.11.2017
ნანახია: 1233

შვედეთში დამნაშავეთა ჯგუფი დააკავეს, რომელიც სატვირთო მანქანებიდან საფოსტო ოპერატორ  PostNord Sverige -ის ძვირადღირებულ ტვირთს იპარავდა. გამოძიების დროს ავტომობილებში დამონტაჟებული  სათვალთვალო კამერების ჩანაწერები YouTube-ზე გავრცელდა.
ტვირთის დაკარგვის რამდენიმე შემთხვევის შემდეგ კომპანიაში დაეჭვდნენ, რომ დაუდგენელი პირები სატვირთო მანქანებიდან მოძრაობის დროს ტვირთს იპარავდნენ. ამის დასადგენად ავტომობილებში ფარული კამერები დააყენეს.

ჩანაწერების ნახვის შემდეგ გაირკვა, რომ ძარცვის უკან ექსტრემალი ქურდები იდგნენ. ისინი 80 კმ/სთ-ის სიჩქარით მოძრავ ავტომობილებს მსუბუქი მანქანით უკან მიყვებოდნენ, „კაპოტიდან“ სატვირთო ავტომობილში შედიოდნენ, საიდანაც გაჯეტები გაჰქონდათ.

PostNord Sverige-ის თანამშრომლებმა სამართალდამცველებთან ერთად შეიმუშავეს სპეციალური ოპერაცია. როდესაც ბოროტმოქმედებმა სატვირთო ავტომობილში შეაღწიეს, მძღოლმა მანქანა გააჩერა, დამნაშავეები კი პოლიციელებმა დააკავეს.







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე