აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაციის ფაქტზე, ერთი მეწარმე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 16:05 | 03.11.2017
ნანახია: 1114

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაციის ფაქტზე, ერთი მეწარმე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ქალაქ თბილისში, მის კუთვნილ საწარმოში ჩამოსხმული ალკოჰოლური სასმელის - ჭაჭის არყის  რეალიზაციას  შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე ახდენდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უაქციზო სასმელი, რომლის საბაზრო ღირებულება ჯამში  5 620 ლარს  შეადგენს.

საქმეზე  მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 - დან 6 წლამდე ვადით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე