23 წლის ბიჭი თავის 91 წლის ბებიაზე დაქორწინდა

საქართველო, თბილისი - 15:24 | 03.11.2017
ნანახია: 1380

არგენტინაში 23 წლის სტუდენტი მაურისიო ოსოლა ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად თავის 91 წლის ბებიაზე დაქორწინდა. ახალგაზრდის თქმით, ამ იდეის ინიციატორი თავად 91 წლის იოლანდა იყო, რათა მას კოლეჯში სწავლის საფასური გადაეხადა.

ნათესავებმა (იოლანდა მაურისიოს ბებიის და იყო) 2015 წელს იქორწინეს, მაგრამ მათი ოჯახური ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. მოხუცი 2016 წლის 30 აპრილს გარდაიცვალა.

ვიდრე მაურისიო დაქვრივდებოდა, ბებიის საპენსიო გადასახადების მთავრი განმკარგულებელი გახდა.

ცოლის გარდაცვალების შემდეგ ოსოლა იმედოვნებდა რომ ფინანსებს ისევ განაგებდა, თუმცა სოციალურმა სამსახურმა მისი განცხადება არ მიიღო და აღნიშნა, რომ მაურისიოს ქორწინების შესახებ მისთვის არაფერი იყო ცნობილი.

სტუდენტმა უმაღლეს სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაწყვიტა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ იოლანდას თანხა კვლავ მის ანგარიშზე ჩარიცხულიყო.

 „ის ჩემი ცხოვრების მთავარი საყრდენი იყო. მე მიყვარდა იოლანდა წრფელი გულით“, - განაცხადა მაურისიომ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე