სირიაში „ისლამური სახელმწიფოს მთავარი დასაყრდენი - ქალაქი დეირ-ეზ-ზორი მებრძოლებისგან გათავისუფლდა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 03.11.2017
ნანახია: 950

სირიის სამთავრობო არმიამ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან ქალაქი დეირ-ეზ-ზორი სრულად გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.

ქალაქი დეირ-ეზ-ზორი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ უკანასკნელი მთავარი დასაყრდენი იყო. მებრძოლებმა ქალაქზე კონტროლი 2014 წლიდან დაამყარეს.

„ისლამური სახელმწიფოსთვის“ დეირ-ეზ-ზორს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ის სირია-ერაყის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე