სსფ: 2017-2022 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედვით რეგიონში საუკეთესოა

საქართველო, თბილისი - 14:54 | 03.11.2017
ნანახია: 1254

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო „მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის“ მიხედვით, 2017-2022 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედვით  რეგიონში საუკეთესოა,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. მისი თქმით, 2014 – 2016 წლებში სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის ხარჯზე საქართველომ საგარეო შოკი, საშუალოდ, 3.4 პროცენტამდე ზრდით დაასრულა. „2013-2016 წლებში საქართველო, თურქეთის შემდეგ, რეგიონის ლიდერი ეკონომიკა გახდა ეკონომიკური ზრდით, განსხვავებით 2004-2012 წლებისა, როდესაც საქართველოს ყველაზე რეგიონის ქვეყნებთან შედარებით დაბალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

„პოზიტიურია ეკონომიკური ზრდის მოლოდინები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო „მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის“ მიხედვით, 2017-2022 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედით  რეგიონში საუკეთესოა. იმავე დოკუმენტის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ ჩვენს მიერ გატარებული და დაგეგმილი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების გამო ექნება,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე