„სხეულსა და სულზე“, ბერლინის 67-ე კინოფესტივალის გამარჯვებულია
საქართველო, თბილისი - 12:15 | 19.02.2017 ნანახია: 1023შეიძლება ითქვას, რომ ბერლინის 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალი არტ-ჰაუზის გამარჯვებით დასრულდა. რაც ბერლინალეს სოციალური და პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. უნგრელი რეჟისორი ქალის, ილდიკო ენიედის დახვეწილმა ფილმმა „სხეულითა და სულით“ (რომელსაც კრიტიკოსები უფრო სპეციფიკურ, კამერულ და ერთგვარ ფსიქოანალიტიკურ ნამუშევრადაც მიიჩნევდნენ), ჟიურის წევრებისა და მისი თავმჯდომარის, პოლ ვერჰოვენის მოხიბვლა მაინც შეძლო.
თუ არ ჩავთვლით რამდენიმე წლის წინ, სახელოვანი რეჟისორის, ბელა ტარის მიერ მოპოვებულ „ვერცხლის დათვს“ საუკეთესო რეჟისურისათვის ბერლინალეზე, უნგრულ კინემატოგრაფს ასეთი წარმატება დიდი ხანია არ ქონია.
„სხეულითა და სულით“ მარიასა (ალესადრა ბორბელი) და ანდრეს (გეზა მორსანი) ცოტათი უცნაურ და ფსიქოლოგიური ტრავმებით დამძიმებული სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელიც ბუდაპეშტის გარეუბანში, ცხოველთა სასაკლაოზე ვითარდება. მათი გრძნობები ხაზგასმულად გამძაფრებულია პოეზიისგან დაცლილი სოციალური გარემოთი და გარშემომყოფთა ცინიზმით. რეჟისორის თხრობის ცივ და დისტანცირებულ მანერას უხდება დრამატული აბსურდი და მცირე დოზის შავი იუმორიც.
ჟიურის დიდი პრიზი დაიმსახურა სენეგალური წარმოშობის ფრანგი რეჟისორის, ალენ გომისის ფილმმა „ფელისიტე“, რომელიც ქალაქ კინშასას ერთ-ერთ ბარში, მომღერალი ქალის, ფელისტეს დრამატულ ისტორიას გვაცნობს. ჟურნალისტებისთვის მცირე სკანდალი თუ დასამახსოვრებელი პერფორმანსი მაშინ გამოცხვა, როდესაც ჟიურის „ვერცხლის დათვი“ საუკეთესო რეჟისურისათვის სახელოვანი აკი კაურისმიაკისთვუს უნდა გადაეცა.
სოციალური და პოლიტიკური პროვოკაციების დიდოსტატმა, ფინელმა რეჟისორმა დაამსახვრია დაჯილდოების ცერემონიიის სცენარიც და დაარღვია რეგლამენტიც - პრიზის ასაღებად სცენაზე არ ავიდა და დარბაზში, ადგილზევე მცირემეტრაჟიანი მუნჯური პერფორმანსი მოსწყო. პაუზა ძალიან რომ გაიწელა, ჟიურის წევრები და თავად ფესტივალის დირექტორი, დიტერ კოსკლიკი იძულებულები გახდნენ დარბაზში ჩასულიყვნენ და რეჟისორისათვის კანონიერი „ვერცხლის დათვი“ ადგილზე მიეტანათ. კაურისმიაკიმ ის პირდაპირ ჯიბეში ჩაიდო, ისე, რომ ერთი სამადლობელი სიტყვაც არ უთქვამს.
მოულოდნელი აღმოჩნდა ნომინაციაში - „საუკეთესო მსახიობი ქალი“, კორეელი მსახიობის, კიმ მინ-ჰის გამარჯვება, რადაგან კრიტიკოსთა უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ „ვერცხლის დათვს“ აგნეშკა მანდატი მიიღებდა. ცნობილი პოლონელი თეატრალური მსახიობი შესანიშნავად ასრულებს მთავარ როლს ასრულებს აგნეშკა ჰოლანდის ფილმში „კვალი“. მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის კი პრიზი ავსტრიელმა მსახიობმა, გეორგ ფრიდრიხმა დაიმსახურა ფილმში „თეთრი ღამეები“ (რეჟისორი ტომას არსლანი).
რაც შეეხება დანარჩენ პრიზებს. საუკეთესო სცენარისათვის „ვერცხლის დათვი“ გადაეცა ჩილელი რეჟისორის, სებასტიიან ლელიოს ფილმს „ფანტასტიური ქალი“. საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი და მონტაჟი - „ანა, ჩემი სიყვარული“ (რეჟისორი კალინ პეტერ ნეტცერი, რუმინეთი), საუკეთესო პერსპექტივა და ალფრედ ბაუერის სახელობის პრიზი - „კვალი“ (რეჟისორი აგნეშკა ჰოლანდი, პოლონეთი), საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - „ნადირობა მოჩვენებებზე“ (ისიად ასბახი, პალესტინა).
თემურ ჯგერენაია
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა