ქალი იმ დროს დაფეხმძიმდა, როდესაც ხელოვნური განაყოფიერების შედეგად უკვე ორსულად იყო

საქართველო, თბილისი - 14:57 | 01.11.2017
ნანახია: 3598

ამერიკელი ჯესიკა ალენი ჩინელი უნაყოფო წყვილისთვის ხელოვნური განაყოფიერების გზით დაორსულდა. პროცედურის წარმატებით დასრულებიდან ექვსი თვის შემდეგ ექიმებმა ქალის საშვილოსნოში ორი ნაყოფი აღმოაჩინეს.

თავდაპირველად ექიებმა ივარაუდეს, რომ ჯესიკა ტყუპებზე იყო ორსულად, თუმცა საკეისრო კვეთის შემდეგ ექიმებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ ერთი ახალშობილი, მეორეზე შესამჩნევად პატარა იყო.

დნმ-ის ექსპერტიზის შემდეგ გაირკვა, რომ ბავშვებს სხვადასხვა მშობლები ჰყავდათ.

ერთ ახალშობილს ნამდვილად ჩინელი მშობლების გენები ჰქონდა, მეორე კი ჯესიკას შვილი აღმოჩნდა.

გაირკვა, რომ ქალი თავის პარტნიორისგან იმ დროს დაფეხმძიმდა, როდესაც ხელოვნური განაყოფიერების შედეგად უკვე ორსულად იყო.

მედიცინაში ასეთ მოვლენას სუპერფეტაციას უწოდებენ. ადამიანთა შორის ის ძალიან იშვიათად გვხვდება, უფრო მეტად  ფიქსირდება ცხოველებში: მღრღნელებში, კურდღლებში, ცხენებში, ცხვრებსა და კენგურუებში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე