გიორგი მღებრიშვილი: ყველა ქვეყნის ძირითადი პრიორიტეტი კრიმინალთან ბრძოლაა

საქართველო, თბილისი - 14:44 | 14.11.2015
ნანახია: 1682

„მსოფლიოს ყველა ქვეყნის ძირითად პრიორიტეტს და მთავარ ამოცანას კრიმინალთან ბრძოლა წარმოადგენს. ეს ბრძოლა ეფექტურია მაშინ, როდესაც ხორციელდება ერთობლივად“, - ამის შესახებ შს მინისტრმა, სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მსოფლიოს ყველა ქვეყნის ძირითად პრიორიტეტს და მთავარ ამოცანას კრიმინალთან ბრძოლა წარმოადგენს. ეს ბრძოლა ეფექტურია მაშინ, როდესაც ხორციელდება ერთობლივად. სწორედ ამიტომ მე ჩემს კოლეგასთან, სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად დღეს ორ საკმაოდ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოვაწერე ხელი, რომელიც ქართულ და სლოვაკურ სამართალდამცავ ორგანოებს დაახლოებს და საშუალებას მოგვცემს, დანაშაულს ერთიანი ძალებით ვებრძოლოთ. ეს, ფაქტობრივად, ერთიანი თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძვლებს იძლევა.  ჩემს კოლეგასთან მიმოვიხილე არა მარტო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეტალები, არამედ ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოში მიღწეული პროგრესი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი იქნება“

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე