იუსტიციის მინისტრმა ლაგოდეხში მშენებარე იუსტიციის სახლი მოინახულა

საქართველო, თბილისი - 14:15 | 14.11.2015
ნანახია: 1591

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ლაგოდეხში მშენებარე იუსტიციის სახლი მოინახულა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო. მინისტრი იუსტიციის სახლის მშენებლობაზე დასაქმებულთ შეხვდა და მათ მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ესაუბრა.

ლაგოდეხის იუსტიციის სახლის პროექტი ტენდერით შეირჩა. მისი არქიტექტორია ლუკა ჩაგანავა, პროექტის საერთო ღირებულება კი  1620 000 ლარია.

მშენებლობა 2015 წლის მაისში დაიწყო. იუსტიციის სახლი   ექსპლუატაციაში 2016 წელს შევა. ლაგოდეხის იუსტიციის სახლის საპროექტო ფართია  760  კვ. მ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე