შსს-ს მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს

საქართველო, თბილისი - 14:07 | 29.10.2017
ნანახია: 1211

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, რესტორან ,,თავადურის " მიმდებარე ტერიტორიაზე,  მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცი გადავარდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდა.

შსს-ს მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი მტკვრიდან უვნებლად ამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. მამაკაცის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე