თბილისის ინტერპოლმა ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 11:30 | 29.10.2017
ნანახია: 1195

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო საკონტროლო გამშვები პუნქტი „სარფის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ვისბადენის ინტერპოლის მიერ მიმდინარე წლის იანვრიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 1983 წელს დაბადებული ე.ჩ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი ედება ნარკოტიკების შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მიზნით შენახვას გულისხმობს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე