ბექა ხახუბიას ძმამ სასამართლოს ჩვენება მისცა

საქართველო, თბილისი - 16:35 | 27.10.2017
ნანახია: 1181

გორის რაიონულ სასამართლოში კვლავ გრძელდება ბექა ხახუბიას საქმის განხილვა. დღევანდელ პროცესზე დაიკითხა გარდაცვლილის ძმა, გიორგი ხახუბია. ის შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთი პირველი მივიდა. როგორც ხახუბია აცხადებს, მისი ძმის სიცოცხლე სამართალდამცავების არაკანონიერ ქმედებას შეეწირა.

დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ სამართალდამცავები იმ მომენტში დავალებას ასრულებდნენ, რომელიც მათ ათმეთაურისგან მიიღეს. ბრალდებულ პოლიციელების ადვოკატს, ნოდარ ცინცაძეს კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და რატომ გაათავისუფლა ბექა ხახუბია  ავარიამდე რამდენიმე საათით ადრე მთწამინდის განყოფილებიდან.  ადვოკატის განმარტებით, ავარიის დღეს, ხახუბია სამართალდამცავებმა წინააღმდეგობის ფაქტზე დააკავეს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მოწმეები დაიკითხნენ. ახლა სასამართლო კიდევ ერთ მოწმეს უსმენს.

შეგახსენებთ, რომ ბექა ხახუბია 17 მაისს, გორის მაგისტრალზე, გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაიღუპა, რა დროსაც მის დევნას და ჩასაფრებას საპატრულო პოლიცია ახორციელებდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე