დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული 3 პოლიციელი ბრალს არ აღიარებს

საქართველო, თბილისი - 15:00 | 27.10.2017
ნანახია: 1375

ამ წუთებში გორის რაიონულ სასამართლოში დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეში ბრალდებული სამი პოლიციელის პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა იგეგმება.

როგორც ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე აცხადებს, პოლიციელების მიმართ წაყენებული ბრალი სრულიად უსაფუძვლოა, რადგან ისინი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დავალებას ასრულებდნენ, რომელიც ათმეთაურისგან მიიღეს.   

შეგახსენებთ, რომ გორის გვირაბთან, ავტომაგისტრალზე ბექა ხახუბია 17 მაისს დაიღუპა. აღნიშნულთან დაკავშირებით,  საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილება მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღეში შეუჩერდათ. ნუკრი ხაბელაშვილს, გიორგი სადაღაშვილს და ზურაბ რუსიშვილს ბრალი სსსკ-ის 116- ე და 333-ე მუხლებით წარედგინათ, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. 

ბრალს დაკავებულთაგან არცერთი აღიარებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე