სადახლოზე 11 220 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 14:19 | 27.10.2017
ნანახია: 944

11 220 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა 25 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი სომხეთის მოქალაქის, ა.ჩ-ს ავტომობილის დათვალიერებისას გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე